მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნების" პარლამენტმა "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

“ოცნების” პარლამენტმა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

Published on

პარლამენტმა, რომელსაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმაციას არ აძლევს, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა.

აღნიშნული კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეებში შეურაცხყოფაზეც.

“ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა – კანონპროექტით ცილისწამება ზუსტდება, როგორც – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

კანონპროექტის მიხედვით:

სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
ასევე უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;
ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;
იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს. ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.
კანონპროექტზე მომდევნო კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...