მთავარისიახლეები6 წელი 20 ივნისის "გავრილოვის ღამიდან" - რა ხდებოდა 2019 წელს

6 წელი 20 ივნისის “გავრილოვის ღამიდან” – რა ხდებოდა 2019 წელს

Published on

6 წელი 20 ივნისის “გავრილოვის ღამიდან” – რა ხდებოდა 2019 წელს

2019 წლის 20 ივნისიდან, როცა რუსთაველის გამზირზე სასტიკად დაარბიეს დემონსტრანტები, რის გამოც ზოგიერთმა მომიტინგემ თვალი დაკარგა, 6 წელი გავიდა.

გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 ივნისს:

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.

აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.

შესვენების შემდეგ თინა ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ და სხვა პოლიტიკოსებმა გავრილოვს საშუალება არ მისცეს ხელმეორედ დაეკავებინა ირაკლი კობახიძის სკამი, ხოლო კაკო ბობოხიძემ რუს დეპუტატს წყალი შეასხა.

რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს.

ასამბლეის ჩაშლის შემდეგ, სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ასამბლეა შეჩერებულიყო და გავრილოვსა და რუსულ დელეგაციას საქართველო დაეტოვებინათ.

აქციის მონაწილეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ რედისონის შენობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

ამით პროტესტი არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს.

20 ივნისს, 19:00 სთ-ზე, პარლამენტთან დაგეგმილი აქცია დაიწყო. მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პარალელურად კი მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში რუსთაველზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საზოგადოებას მიმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც სამართალდამცავებსა და მათ შორის დაპირისპირება არაერთხელ განახლდა.

ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა აქტივისტმა სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...