მთავარისიახლეებითეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

Published on

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, – ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშს.

„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

დილიდან ისრაელში საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმები ისმის. ირანმა თელავივისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. იერიშის შედეგად დაბომბილია ისრაელში სიდიდით მესამე საავადმყოფო, სახელწოდებით “სოროკა”. ნგრევა დაფიქსირდა თელ-ავივის ცენტრში დასახლებული ზონასა და ბიზნეს-ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც. დაშავებულია ათობით ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაკეტების უმეტესი ნაწილი ისრაელის თავდაცვამ ჰაერში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტამ თავდაცვითი ზღუდის გარღვევა მაინც მოახერხა.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...