მთავარისიახლეებიევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო

Published on

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და პოლიტიკური თავისუფლების დარღვევებთან და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო და 87-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

ევროპარლამენტი გმობს ქართული ოცნების მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ასევე, ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ თავდასხმებს.

ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და გასამართლებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ამაღლობელი და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უკან გაიწვიოს.

ასევე, რეზოლუცია ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის და უკანონოდ დაკავებულის, მათ შორის, მათე დევიძის, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და ყველა რეპრესიული კანონის უკან გაწვევას მოითხოვს.

რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოში FARA-ს კანონის ძალაში შესვლის პარალელურად, გააძლიეროს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...