მთავარისიახლეებისასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

Published on

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა. სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა.

დღევანდელი პროცესისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იურისტი, მარიამ კერესელიძე საგანგებოდ თბილისიდან მოავლინა. სხდომაზე გამოიკითხა პოლიციელი ნოდარ ზენაიშვილი, რომლის სახელი და გვარი არაერთი აქტივისტის დაკავების საქმეში გვხდება.

შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა და წარმოება 173-ე მუხლით იყო დაწყებული, ის ამ საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმეს.

მოგვიანებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო – ამჯერად, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, შსს მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავებოდა. სტიკერზე ეწერა: „იფიცება საქართველო”.

სიახლეები

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...

რაგბის კლუბ “სოხუმის” სოლიდარობა სინდისის პატიმრებს

რაგბის კლუბ "სოხუმის" სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ქართველმა მორაგბეებმა თამაშის შემდეგ უზარმაზარი პლაკატით გამოუცხადეს...

ფოთში ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც...