მთავარისიახლეებიანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს - ადვოკატი

ანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს დაურთო სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასება, სადაც წერია, რომ ჩეჩინზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს.

“სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანტონ ჩეჩინი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და აღნიშნა, რომ 6 ივნისს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ასევე, წარმოდგენილი ოქმით დასტურდება, რომ ანტონ ჩეჩინს ჩალურჯებების სახით ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, რის გამოც ის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა”. – თქვა ჩეჩინის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ სასამართლო სხდომაზე.

დღევანდელ სხდომაზე ჩეჩინის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ასეთ ქმედებებს პერიოდული ხასიათი არ აქვს და ის, შესაძლოა, ერთჯერადი ყოფილიყო.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს.

სიახლეები

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...

რაგბის კლუბ “სოხუმის” სოლიდარობა სინდისის პატიმრებს

რაგბის კლუბ "სოხუმის" სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ქართველმა მორაგბეებმა თამაშის შემდეგ უზარმაზარი პლაკატით გამოუცხადეს...

ფოთში ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც...