მთავარისიახლეებიოპერაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება - ისრაელის თავდაცვის ძალები ირანზე

ოპერაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება – ისრაელის თავდაცვის ძალები ირანზე

Published on

ოპერაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება – ასე პასუხობს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, ბრიგადის გენერალი ეფი დეფრინი ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენი დღის განმავლობაში ელოდებიან ირანის ბალისტიკური რაკეტებით საპასუხო იერიშების მიტანას.

მან აღნიშნა, რომ სამხედრო უწყება თვალს ადევნებს ირანის გეგმებს და “ირანის პასუხისთვის ემზადება”.

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე დაიღუპა.

ცნობისთვის, 13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...