მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

პარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

Published on

მათე დევიძის მხარდასაჭერად, რომელსაც დღეს უსამართლო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, აქტივისტები, სტუდენტები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სინდისის პატიმარს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოგვიანებით დემონსტრანტებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. განიხილებოდა პროტესტის გაგრძელების რამდენიმე ვერსია, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ უკვე გადაკეტილ და პარალიზებულ ჭავჭავაძეზე კარვები გაშლილიყო.

ასეც მოხდა: ამ დროისთვის ჭავჭავაძეზე გაშლილ კარვებში მოქალაქეები, აქტივისტები და სტუდენტები იმყოფებიან. სტუდენტებმა მიმართვა გაავრცელეს და სხვა სტუდენტებს მოუწოდეს, გამოვიდნენ და გააპროტესტომ მათე დევიძის პატიმრობა.

შეგახსენებთ, მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...