მთავარისიახლეებილაშა გაბიტაშვილი- გამიუქმდა საქართველოს პირადობა და პასპორტი!

ლაშა გაბიტაშვილი- გამიუქმდა საქართველოს პირადობა და პასპორტი!

Published on

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ლაშა გაბიტაშვილს, საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად შეუწყვიტეს.

ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს:

აღსრულდა ნება ერის დიადი საქართველოსი!!! გამიუქმდა საქართველოს პირადობა და პასპორტი ! გასაჩივრებული მაქვს სასამართლოში, მაგრამ დრო თუ არ გაწელეს და თან არ გაწამეს ქართველობას ხომ ვერ შეინარჩუნებენ! – აღნიშნავს გაბიტაშვილი.

ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს პროევროპული აქციების მონაწილემ თავდაპირველად 19 მაისს გაავრცელა.

როგორც გაბიტაშვილი განმარტავს, მან ორმაგი მოქალაქეობა ქორწინებით მიიღო, რის შემდეგაც მიმართა იუსტიციის სახლს, რომ შენარჩუნებოდა საქართველოს მოქალაქეობაც, თუმცა უარი მიიღო.

იუსტიციის სახლის გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა.

ლაშა გაბიტაშვილი არის ის პირი, ვისაც 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2025 წლის თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...