მთავარისიახლეებიეკა გიგური-“არ ჩაყვეთ ივანიშვილს ამაში, იყავით სოლიდარულები თქვენი ახლობლების მიმართ”

ეკა გიგური-“არ ჩაყვეთ ივანიშვილს ამაში, იყავით სოლიდარულები თქვენი ახლობლების მიმართ”

Published on

ეკა გიგაური წერს, რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მსახურები დღეს აკეთებენ, მხოლოდ საზოგადოების კიდევ უფრო დაპირისპირებას ემსახურება. მისი თქმით, მათ დააჯერეს საზოგადოების ნაწილი, რომ პოლიციაში ქალების გაშიშვლება და გაუპატიურებით დამუქრება ნორმალურია, ახალგაზრდების წამება კი მისაღები.

“დღეს რასაც ივანიშვილი და მისი მსახურები აკეთებენ პროპაგანდით და რუსული ტყუილებით, ასევე განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეების ამგვარი დევნით, არის საზოგადოების პროვოცირება, რომ ადამიანები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუპირისპირდნენ. ეს განუკითხაობა და უტიფრობა პოლიტიკური ელიტის მხრიდან იმდენად გამაღიზიანებელია, რომ ადამიანებისთვის ამის გაძლება ძალიან რთულია.

რამდენი წელია აღვივებენ შუღლს ყველა იმ პირის/ჯგუფის მიმართ, ვისაც მათგან განსახვავებული აზრი აქვთ. აჯერებენ საკუთარ მომხრეებს, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანის ცემა და ფიზიკურად განადგურება მოსულა! ამას აკეთებენ და დგანან, ხელს სხვებისკენ იშვერენ, თვითონ კი სეირს უყურებენ. ოჯახები დაიყო, ადამიანები დააპირისპირეს ერთმანეთს და თვითონ ამ დროს ბიუჯეტს ქურდავენ და მდიდრდებიან.

საკუთარ მომხრეებს პროპაგანდით ისიც დააჯერეს, რომ პოლიციაში ქალების გაშიშვლება და გაუპატიურობით დაშინება ნორმალურია, ახალგაზრდების წამება და ცემით სიკვდილამდე მიყვანა კი მისაღები.

ეს არის ქართული საქმე? არ ჩაყვეთ ივანიშვილს ამაში, ის წავა და თქვენი მეგობარი, მეზობელი, ოჯახის წევრი მუდმივად გეყოლებათ გვერდით ! იყავით სოლიდარულები თქვენი ახლობლების მიმართ, ვისაც უსამართლოდ დევნიან და ციხეში უშვებენ!

საქართველომ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და არა ვიღაცა რუსმა ოლიგარქმა”, – წერს ეკა გიგაური.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...