მთავარისიახლეები"ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა" - ზურაბიშვილი თემურ ქათამაძის გაძევებაზე

“ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა” – ზურაბიშვილი თემურ ქათამაძის გაძევებაზე

Published on

ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებას.

ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიის) უგულვებელყოფით , რომელიც ღამით მალულად და მისი დამცვლელების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს …ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას ეს საკითხი კი ღიაა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ბათუმელი მედროშე“, თემურ ქათამაძე გვიან ღამით თურქეთში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის და ოჯახის წევრებისთვის არ უცნობებიათ.
თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში თემურ ქათამაძეს პატიმრობა ემუქრება – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს თურქეთში FETO-სთან კავშირის საბაბით პატიმრობა ემუქრება, ადვოკატმა შეძლო, ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით.

SJC-ის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

პრაქტიკაში სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...