მთავარისიახლეებიპოლიტიკავიდეოს წინ უძღოდა გატაცება და რვასაათიანი ზეწოლა - თინა ბოკუჩავა ქმრის ბოდიშზე

ვიდეოს წინ უძღოდა გატაცება და რვასაათიანი ზეწოლა – თინა ბოკუჩავა ქმრის ბოდიშზე

Published on

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მისი ქმრის კოტე იოსელიანის მიერ მუტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, კოტე იოსელიანი გაიტაცეს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გატაცების შემდეგ ის 8 საათი იმყოფებოდა მოდულის შენობაში და ემუქრებოდნენ ბავშვების უსართხოებით.

თინა ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ რომ ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა.

“ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.

ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით”, – თქვა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილის სექსუალური ორიენტაციის გამო სამი წლის წინ, “იბერიას” ეთერში გავრცელებული ჭორის გამო ბოდიში ერთხელ უკვე მოიხადა, მეორედ კი ეს ორი დღის წინ გააკეთა, როცა განაცხადა, რომ გულწრფელად ნანობს ამ არასწორი ამბის გავრცელებას, “ბოდიშის მოხდა კი არასდროს არის გვიან”.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...