მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას სრულ სოლიდარობას უცხადებს

მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას სრულ სოლიდარობას უცხადებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

“ჩემი სრული სოლიდარობა და მხრადაჭერა თინას!”, – წერს მიხეილ სააკაშვილის დავალებით მისი ოფიციალური გვერდის ადმინი “ფეისბუქზე” და ბრიფინგის თინა ბოკუჩავას ვიდეოს აზიარებს.

შეგახსენებთ, რომ კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილის სექსუალური ორიენტაციის გამო სამი წლის წინ, “იბერიას” ეთერში გავრცელებული ჭორის გამო ბოდიში ერთხელ უკვე მოიხადა, მეორედ კი ეს ორი დღის წინ გააკეთა, როცა განაცხადა, რომ გულწრფელად ნანობს ამ არასწორი ამბის გავრცელებას, “ბოდიშის მოხდა კი არასდროს არის გვიან”.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მისი ქმრის კოტე იოსელიანის მიერ მუტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, კოტე იოსელიანი გაიტაცეს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გატაცების შემდეგ ის 8 საათი იმყოფებოდა მოდულის შენობაში და ემუქრებოდნენ ბავშვების უსართხოებით.

თინა ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ რომ ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა.

“ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.

ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით”, – თქვა ბოკუჩავამ.

სიახლეები

მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი

"წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა" -...

დაკავეულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი...

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...