მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის არმიის ჯარისკაცებმა გრეტა თუნბერგისა და 11 აქტივისტის გემი დააკავეს

ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა გრეტა თუნბერგისა და 11 აქტივისტის გემი დააკავეს

Published on

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბრძანება, არ დაეშვათ ღაზის სექტორის ნაპირებთან გრეტა თუნბერგის “სელფის გემის” მიშვება, შესრულებულია:

გემი, რომელსაც პროპალესტინური „თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია“ (FFC) მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდა, დაკავებულია ისრაელის არმიის ჯარისკაცების მიერ.

ორგანიზაცია FFC-მ განაცხადა, რომ გემი „უკანონოდ დააკავეს, მისი უიარაღო სამოქალაქო ეკიპაჟი გაიტაცეს და მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტვირთს, მათ შორის ბავშვების საკვებს, საკვებს და სამედიცინო მარაგის კონფისკაციას გაუკეთეს“.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ Madleen-ი ისრაელის კონტროლის ქვეშაა და დასძინა, რომ მისი მგზავრები, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდებიან. უწყებამ გემს „სელფის იახტა“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდ და უვნებლად არის და რომ ბორტზე არსებული დახმარება ღაზაში რეალური ჰუმანიტარული არხებით გაიგზავნება.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გუშინ ბრძანება გასცა, რომ გემი ნებისმიერ ფასად უნდა დაეკავებინათ.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...