მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩიაშვილმა ოთხიდან ერთ-ერთ გამტაცებლად ანრი ოხანაშვილი დაასახელა

ბაჩიაშვილმა ოთხიდან ერთ-ერთ გამტაცებლად ანრი ოხანაშვილი დაასახელა

Published on

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება – ბიზნესმენმა საკუთარ სასამართლოზე განაცხადა, რომ მის გატაცებაში, სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ამბობს, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში.

“ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება”- ამბობს ბიზნესმენი.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა მისი გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყება, წინა კვირას ოფიციალურად მოითხოვა.

ბიზნესმენის თქმით, ის აბუ-დაბიდანგაიტაცეს და საქართველოში აირზენას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

სიახლეები

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...