მთავარისიახლეებიევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული ანგარიში მიიღო

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში მიიღო.

ანგარიშში, რომელიც მომხსენებელიც ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა, ბიძინა ივანიშვილის პარტია რეჟიმად არის შეფასებული.

კერძოდ, მასში მკაცრადაა გაკრიტიკებული ქართული ოცნების მმართველობა და პარტია დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენიება. ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ ივანიშვილი და მისი გუნდია.

აქედან გამომდინარე, დოკუმენტის თანახმად, მთავრობის მოქმედ, თუ ყოფილ მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს. საუბარია ირაკლი კობახიძეზე, შალვა პაპუაშვილზე, კახა კალაძეზე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურზე.

კომიტეტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები.

საგარეო კომიტეტი ამ დოკუმენტში ასევე დიდ ყურადღებას უთმობს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. აღნიშნულია, რომ ეს სტატუსი საქართველოს მხოლოდ დათქმებით მიენიჭა, ხოლო ოცნების მმართველობის პერიოდში საქართველოს თითქმის არც ერთი მიმართულებით პროგრესი არ ჰქონია და პირიქით, უკუსვლა განიცადა.

აქედან გამომდინარე ანგარიშში ხაზს უსვამს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას, რომელიც დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ზედამხედველობით უნდა ჩატარდეს.

“კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობითა და გულმოდგინე საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი”, – წერია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...