მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბიშვილი: ვაიმარის ლიდერებს რიგი საკითხებით მივმართეთ, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს

ზურაბიშვილი: ვაიმარის ლიდერებს რიგი საკითხებით მივმართეთ, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს

Published on

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვაიმარის ლიდერებს რიგი საკითხებით მიმართეს, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ აქტიური, ეფექტური და უფრო ჩამოყალიბებული პოლიტიკაა საჭირო.

“ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ვაიმარის სამივე ლიდერს, რომლებმაც მიულოცეს ქართველ ხალხს 26 მაისი და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და ჩვენ მათ მივმართეთ რიგი საკითხებით, რომლებიც მოითხოვს დღეს და დღესვე ყურადღებას ჩვენი პარტნიორების და უფრო აქტიურ და ეფექტურ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკას და ჩვენ ასევე გავუმეორეთ ის მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი, ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თავისი პირობებით, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის სტაბილურობა მოითხოვს. სხვანაირად ვერ იქნება ვერ იქნება ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, გვექნება მათი პირდაპირი მხარდაჭერა”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

26 მაისს ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ქართული ოცნების ქმედებები დაგმეს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...