მთავარისიახლეებიგირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

Published on

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით… ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ – ასე მიმართა ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ დასისხლიანებული და ნაწამები აქტივისტების მონაწოლი არ მიუტანია გულთან, რომლებიც პირდაპირ ციხეში გაუშვა, ამიტომაც არც იმის მოლოდინი აქვს, რომ მისი გატაცების ამბით დაინტერესედება.

თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სასამართლო. გუშინ 12 საათზე მქონდა გირაოს გადახდის ვადა და 9 საათზე გამიტაცეს… ამას გიყვებით და კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ გამიტაცეს, მეკითხებით გადავიხდი თუ არა გირაოს და ის არ გაინტერესებთ, როგორ გამიტაცეს.

ჩემს მანქანაზე და კიდევ ერთზე იყო ვიდეოჩამწერები, 4 ჯამში, რომელიც იღებდა ჩემი გატაცების მომენში და ოთხივე არის დაზიანებული და გატეხილი, იმიტომ რომ არ გენახათ თქვენ, მაინც არ იმოქმედებდა თქვენზე, მაგრამ მაინც. ეს არის რეალობა ის რა მოხდა და თქვენ ახლა უნდა დაადგინოთ ტყუილ/მართალი. კითხვები არ გაქვთ? ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ. ასობით ადამიანი ნაწამები მოჰყავდათ თქვენთან და თქვენს კოლეგებთან და იმათ არ ეკითხებოდით, ვინ აწამა, ისე უსჯიდით პატიმრობას.

მარშუტკაში ჩასმის მერე მობილური არ გამოურთიათ, ვიდეობს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ ხელმძღვანელობას.

გირაოს გადახადა არ გადახდას რომ მეკითხებით, მე რაც ახლა მოგიყევით, ეს არ არის თქვენთვის საინტერსო, თქვენმა ახლობლებმა სახლში იციან, რომ მოსამართლე ხარ და არ გაგიჩნდათ კითხვა ჩემი მონაყოლის მერე, რა მოხდა? – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...