მთავარისიახლეებიმედია- ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მზად არ...

მედია- ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მზად არ არის

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მზად არ არის, რადგან ფიქრობს, რომ იმარჯვებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ 3 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, საჯარო განცხადებებში ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ მისი აზრით, პუტინს ნამდვილად სურს ომის დასრულება. The Wall Street Journal-ი თეთრ სახლს კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა უარი მიიღო.

გამოცემის ცნობით, ამ შინაარსის სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის კვირას, 18 მაისს, შედგა. საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი მონაწილეობდნენ. საუბრის შესახებ ინფორმირებული პირების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ მიანიშნა, რომ თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყოდა, სანქციების დაწესება შეეძლო.

ორშაბათისთვის მან ისევ შეცვალა პოზიცია, სანქციების ნაცვლად, ტრამპმა განაცხადა, რომ ვატიკანში რუსეთსა და უკრაინას შორის დაბალი დონის მოლაპარაკებების სწრაფად გაგრძელება სურდა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...