მთავარისიახლეები"მასკარადია, რომელში მონაწილეობის მიღებასაც ციხის შიშით გაიძულებენ" - ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე

“მასკარადია, რომელში მონაწილეობის მიღებასაც ციხის შიშით გაიძულებენ” – ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე

Published on

მასკარადია, რომელიც სპეციალურად მოაწყეს, რომელშიც ციხის შიშით გაიძულებენ, რომ მიიღო მმონაწილეობა, – ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის საგამოძიებო კომისიას. კოალიცია “ცვილებებისთვის” ლიდერმა ამის შესახებ მის სასამართლო პროცესადმე რამდენიმე სააათით ადრე განაცხადა.

“ნიჰილიზმის და ხელების ჩამოშვების დრო არ არის” – ასეთია პოლიტიკოსის მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპული მომავლის მცველებისთვის.

ჯაფარიძის შეფასებით, რეჟიმთან ბრძოლის მოგება შესაძლებელია ერთობით, გამარჯვების გზა კი, მისი თქმით, ქუჩაზე გადის.

მასკარადია, რომელიც სპეციალურად მოაწყეს, რომელშიც ციხის შიშით გაიძულებენ, რომ მიიღო მმონაწილეობა. მგონია, რომ პრინციპული საკითხია, რომ ამ ცირკში არ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაგრძელებაა. როგორი მძიმე რეალობაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება არსდროს არ არის გამოსავალი. ამ ბრძოლის მოგება შესაძლებელია, შესაძლებელია ერთობით, თუ ყველა ერთად დავდგებთ. წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის, რაც გვაქვს ახლა, რუსთაველზე ყოველ საღამოს გასვლა, ან მაშინ, როცა ამის საშუალება აქვთ, “ყოველ ვიქენდზე”, მარშებში მონაწილეობა არის მინიმუმი, რაც შეიძლება ახლა ვაკეთოთ. პროტესტი არის გასაფართოებელი. საბოლოო ჯამში, გამარჯვების გზა გადის ქუჩაზე, ბევრი ხალში ქუჩაში, – ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 – ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, პოლიტიკოსს 1 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის “ოცნების” მიერ შედეგენილ დასაკავებელ პოლიტიკოსთან სიაში პირველია.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...