მთავარისიახლეები"საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს"-ლაშა გაბიტაშვილი

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

Published on

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში “ოცნების” წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს.

“ქართულმა ოცნებამ” წამართვა საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრებაა საქართველოში ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.

ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს მივმართე, რომ მოქალაქეობა შემენარჩუნებინა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ უარი მითხრეს [შენარჩუნებაზე] და წამართვეს მოქალაქეობა. რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ…” – აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...