მთავარისიახლეები"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

Published on

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს – ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. საკითხი შესაძლოა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც დადგეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. კაციტაძეს 10 აპრილს, შსს-ს მაღალჩინოსნებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირდა:

“კარლო კაციტაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირის უფლების სერიოზულ დარღვევას. კერძოდ, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის (სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი) და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად მიიტანეს სამიზნეები საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას, კარლო კაციტაძე პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობის გამო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემაზე და ამ შემთხვევაში მან ეს არ გააკეთა.” ნათქვამი იყო დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება ინფორმაციას ადასტურებს.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები,” – განაცხადეს “ფორმულასთან” უწყებაში.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...