მთავარისიახლეებიDeep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას - კობახიძე MEGOBARI აქტზე

Deep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას – კობახიძე MEGOBARI აქტზე

Published on

არიან ადამიანები, რომლებიც არიან დიფ სთეითს გავლენის ქვეშ და არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ – ამბობს ირაკლი კობახიძე MEGOBARI აქტზე საუბრისას, რომელიც პირადად მის სანქცირებასაც ითვალისწინებს.

“ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე დიფ სთეითი” – ამტკიცებს კობახიძე და ისევ “ოპტიმისტური მოლოდინი” აქვს, რომ ტრმპი დიფ სთეითს “აჯობებს”:

“სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი და ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. არ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. ეს არის რა თქმა უნდა, მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიფ სთეითს შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას.ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ.” თქვა კობახიძემ “ოცნების” თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...