მთავარისიახლეებისაზოგადოებამარიამ ბაჯელიძის ბინაში ჩხრეკა დასრულდა

მარიამ ბაჯელიძის ბინაში ჩხრეკა დასრულდა

Published on

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა დასრულდა. როგორც ბაჯელიძე “პირველებთან” ამბობს, ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

“სირცხვილიას” დამფუძნებელი დილიდან მის სახლში განჯვითარებული მოვლენების შესახებ ყვება. ამბობს, რომ თავიდან პოლიცია ბინაში შესვლას მოტყუებით შეეცადა, შემდეგ კი ძალის გამოყენებით შესვლით დაემუქრნენ. ბაჯელიძის თქმით, იმ მომენტში სახლში მისი არასრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

თავიდან ერთ-ერთმა ქალმა მითხრა, რომ არის მეზობელი. როცა გავიხედე, დავინახე, რომ სამი კაცი იყო კიდევ მის გარდა და სამხრე კამერაც დავინახე, რომ ჩართული ჰქონდა და მითხრეს, რომ უნდა გამეღო კარი აუცილებლად, რომ ადვოკატს ვერ დაელოდებოდნენ და ჰქონდეთ უფლება, გამოეყენებინათ ძალა. რადგან ბავშვთან ერთად ვიყავი, კარის შემომტვრევის სცენები ნამდვილად არფერში მჭირდებოდა, კარი გავუღე. როცა ვთხოვდი განმარტებას, არაფერს მეუბნებიან. ასევე მითხრეს, რომ სხვაა ამ საქმის გამომძიებელი და მათ ინფორმაცია არ აქვთ. ვეკითხებოდი, რომ რისთვის შემოხვედით სახლში, ხომ უნდა იცოდეთ, რას ეძებთ პირობითად და ითხრეს, რომ ელექტრონული მოწყობილობებია რის გამოც არიან შემოსულები და ასევე თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი გაქვს სახლში. მობილური გამოვრთე თუ არა, ერთ-ერთმა უთხრა, რომ „კაი, ხო, ვუთხრათ“, რომ „სირცხვილიასთან“ კავშირში იყო ეს შემოსვლა და განმიმარტეს, რომ ერთ-ერთი იყო საბოტაჟის მუხლი, მეორე იყო უცხოეთიდან დაფინანსების მუხლი და კიდევ მესამე, რაზეც ინფორმაცია თავადაც არ ჰქონდათ. მობილური რა წამსაც ჩამომართეს, შეიცვალა სიტუაცია, თვითონაც დაწყნარდნენ. გადაღება არ იყო მათთვის კომფორტული. მეუბნებოდნენ, რომ არაფერი სანერვიულო არ არის, ახლა სახლში ჩამოუვლიდნენ. ცალკე ოთახებში გავიდნენ, ვიცი, რომ არ ჰქონდათ რაღაცეები უფლება. უთენია რომ დაგადგებიან, საკმაოდ სტრესული გამოცდილება იყო და ამიტომ ბოლომდე საკუთარი თავი ვერ დავიცავი.

ასევე იპოვეს დედაჩემის და ჩემი ძის კუთვნილი ლეპტოპი, რომელზეც იმსჯელეს, წაეღოთ თუ არა და საბოლოოდ, წაიღეს, დალუქეს, თუმცა ვერ ჩართეს, იმიტომ, რომ არც ვიცი ირთვება თუ არა, – ამბობს ბაჯელიძე.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ბაჯელიძე 7 თის ორსულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებშიც.

სიახლეები

ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ბრიუსელში 15-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის დაფინანსების შესახებ 2026–2027 წლებისთვის, საერთო ჯამში...

ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია

ციხიდან გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძე დრეს საღამოს რუსთაველსი გამზირზე მივა - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...