მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაურეგისტრირა

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაურეგისტრირა

Published on

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაურეგისტრირეს – გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო:

“ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით.
მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაცნობიერება – პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები და, მიღებული დარტყმების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებ ბრძოლას, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს.
ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სისუსტე შეიძლება იყოს უიმედობის განცდა, ხელების ჩამოყრა, იმ აზრის გაჩენა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და უნდა შევეშვათ.
ხოლო ყველაზე დიდი ძალაა საკუთარი ბრძოლის სიმართლის განცდა, სიჯიუტე და მოუსვენრობა.
ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს, ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და გამოსავალი აქ მხოლოდ ის არის, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს და სირთულეები და უსამართლო წინაღობები ამ ცხოვრების ჩვეულებრივი ყოველდღიური შემადგენელია. მხოლოდ მაშინ, როცა ასე ცხოვრებისთვის მზად ხარ და მოწინააღმდეგეს ნებისყოფაში აღემატები, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად აღწევ ცვლილებებს, რომლებიც მთელ ქვეყანას ეტყობა.
რისთვისაც ჩვენს დიდ გუნდს ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ მიუღწევია და კიდევ ბევრჯერ მიაღწევს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც იბრძვით და არ ჩერდებით და ვისი სიჯიუტის შედეგია, რომ დღეს კონსერვატორებს პოლიტიკურ ველზე არსებობის და პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება უღიარეს!
შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება.” წერს სოციალურ ქსელში შოთა მარტინენკო.

იქამდე რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია ორჯერ შეუჩერა. ალტ-ინფოს პარტია იმდროინდელი დასახელებით – “კონსერვატიული მოძრაობა” გასული წლის აპრილში გააუქმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...