მთავარისიახლეები"რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!" -პაპუაშვილი

“რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!” -პაპუაშვილი

Published on

ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. ეს ის ხომ არ არის რაღაც პერიფერიისთვის ზემოდან ქედმაღლური ყურება, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა, მათი გადმოსახედიდან, გარკვეული მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ტურისტის გერმანიაში, საფრანგეთში წასვლას, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას გულისხმობს.

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.”

თქვა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული “იმედის” ეთერში, გერმანიის ელჩის პასუხად.

სიახლეები

ერთად ავღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! ზუგდიდში 26 მაისს მაშტაბური აქცია გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამეგრელო კიდევ ერთხელ ერთსულოვნად შეუერთდება ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებულ ეროვნულ...

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია. როგორც საელჩო გავრცელებულ განცხადებაში წერს, კოალიცია...

ენმ-ის წარმომადგენლები EU-ს ელჩს ხვდებიან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს...

დონალდ ტრამპი – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა. აშშ-ის...