მთავარისიახლეებიდოიაშვილის გათავისუფლება შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურაა-საია

დოიაშვილის გათავისუფლება შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურაა-საია

Published on

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართული ოცნების მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ავრცელებს.

საიაში ამბობენ, რომ დოიაშვილის გათავისუფლება ქართული ოცნების მორიგი მცდელობაა, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური:

რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას.

საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც ქართული ოცნების მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური.

ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა.

საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს”. – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავსიუფლებას ითხოვს.

სიახლეები

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ძებნისას მაშველებმა 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის ცხედარი იპოვეს

მტკვარში გუშინ გადავარდნილი მანქანისა და სალონში მყოფი ორი პირის ძებნის დროს მაშველებმა მდინარეში უცნობი...

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...