მთავარისიახლეებისაზოგადოებამუშტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანი ძალებით შევკარით, ვერავინ გაშლის - გოშაძე

მუშტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანი ძალებით შევკარით, ვერავინ გაშლის – გოშაძე

Published on

სინდისის პატიმარი თორნიკე გოშაძე საპატირმოდან წერილს აგზავნის, სადაც რეჟიმის პატიმრის ყველა მშობელს და ასევე გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

სინდისი პატიმარი წერილში ფიცს დებს, რომ ქვეყნის ინტერესებს არასდროს უღალატებს, რომ სიბნელის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს და თუ საჭირო გახდა, სამშობლოსთვის თავსაც გასწირავს.

თორნიკე გოშაძე დარწმუნებულია, რომ პატარა საქართველო, რომელმაც არაერთი ძლიერი მტერი დაამარცხა, “ცინგლიან რუსეთთან” ამ ომსაც მოიგებს.

ჯერ მინდა, მოგესალმოთ პატიმრების მშობლებს და ყველა ოჯახის წევრს. პირველ რიგში, გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა, რომ ჩვენზე ზრუნავთ და იბრძვით ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ თქვენი სახით, როგორც ღირსეული და ძლიერი აღმზრდელები, ასევე უძლიერესი ზურგი და უდიდესი იმედი გვყავს. წასაკითხი წერილი მთხოვეთ და ასე დავწერ.

არ მახსოვს ზვიადის ფიცი სიტყვა-სიტყვით და ფიცის სიტყვებს ჩემით გამოვიყენებ: “ვფიცავ ჩემი სამშობლოს, საქართველოს წინაშე და მის სახელს, არასდროს ვუღალატებ მის ინტერესებს და ისტორიას. ვიბრძოლებ როგორც წარსულის და აწმყოს, ასევე მომავლის დასაცავად!” ვფიცავ ჩემი ერის, ოჯახის, მეგობრების და მთელი სამყაროს წინაშე, დავიცავ თითოეული ჩემი ქვეყნის ღისეულ მოქალაქეს, მათ სიამაყეს და ღირსებას, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ვფიცავ, საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის სისხლს და სახელს, შევინარჩუნებ მათ მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თუ საჭირო გახდება, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიცავ, უფლის წინაშე, შევინარჩუნებ რწმენას და სიმტკიცეს. ვიდგები ყველა სიბნელის წინააღმდეგ და მთელი ძალებით, ბოლო ამოსუნთქვამდე ვეცდები ამ სიბნელის განათებას! გპირდებით, თქვენს ნდობას არასოდეს დავაღალატებ. თუ ბრძოლას შევწყვეტთ, ყველაფერს დავკარგავთ და თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მას საქართველო ჰქვია. ჩვენს მუშტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანი ძალებით შევკარით, ვერავინ გაშლის. ჩვენ დავიმსახურეთ თავისუფლება. ჩვენ დავიმსახურეთ მშვიდობა. იმაზე დიდ მტრებს დავაღწიეთ თავი, ვიდრე ცინგლიანი რუსეთია. იმპერიები გაქრა-პატარა საქართველო კი ისევ ცოცხალია! გ ა ვ ი მ ა რ ჯ ვ ე ბ თ ს ა ხ ე ლ ო ვ ნ ა დ ! ! ! მიყვარხართ, ქართველებო!”, – წერს გოშაძე.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...