მთავარისიახლეებისაზოგადოებაწულუკიანის ე.წ. კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს

Published on

თეა წულუკიანის კომისია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას იბარებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”, – განაცხადა წულუკიანმა.

არსებული ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია 60-მდე ადამიანი

რუსი აგრესორების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, მათ შორის...

“რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!” -პაპუაშვილი

"ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში...