მთავარისიახლეები"არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის დევნის...

“არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის დევნის აქტს” – არასამთავრობოები “ოცნების” ახალ კანონპროექტზე

Published on

“ქართველი ხალხის დევნის აქტი” – ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი “ოცნების” პარლამენტის მიერ შემუშავებულ მორიგ შემზღუდავ კანონპროექტს და აცხადებს, რომ არ აპირებენ რუსული კანონებით ცხოვრებას.

“ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, კვლავ მტკიცედ ვაცხადებთ – არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის დევნის აქტს. არ დავუშვებთ, ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ” აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

“ქართული ოცნების” ახალი კანონპროექტის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

კანონპროექტის თანახმად, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. გარდა ამისა, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...