როგორია STEM სკოლაში სწავლის პროცესი? – მარიამ ოყუჯავა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად საგანმანათლებლო პროექტი – STEM სკოლა შექმნა.
ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ, ნიჭიერ და ცნობისმოყვარე ბავშვებს, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, დაეუფლონ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას STEM მიმართულებით.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს STEM სკოლაში სწავლას.
STEM სკოლაში სწავლის პროცესისა და მიღებული გამოცდილებების შესახებ საქართველოს ბანკის გასული წლის სტიპენდიატი, მარიამ ოყუჯავა გვიყვება.
მარიამი ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეა, როგორც თვითონ ამბობს, პროექტში მონაწილეობისთვის თავდაჯერებულობა და მოტივაცია მისი ფიზიკის მასწავლებლის დამსახურებაა:
“სწორედ მან შემაყვარა ფიზიკა და დამარწმუნა, ჩემს შესაძლებლობებში. საქართველოს ბანკის სტიპენდია ჩემთვის ფინანსური მხარდაჭერაზე უფრო ძვირფასია – ეს არის მოტივაცია და მაგალითი იმისა, რომ მომავალშიც თუ მიზნების მისაღწევად ვიშრომებ, აუცილებლად დამიფასდება“.
მარიამს ბავშვობიდან აინტერესებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები:
„რაც დრო გადის და მეტს ვსწავლობ, ვაანალიზებ, რამხელა სფეროა და რამდენი შესაძლებლობა არსებობს“.
STEM სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის პროფესიონალები ონლაინ რეჟიმში ატარებენ, რაც ნებისმიერი რეგიონის სკოლის მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დაესწროს საგაკვეთილო პროცესებს და ისწავლოს ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს.
სწავლების პროცესისა და შინაარსის შესახებ მარიამი საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. ამბობს, რომ პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომები, მასწავლებლების უშუალო დამოკიდებულება არა მხოლოდ საკითხების გაგებაში, არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც ეხმარება:
„უკვე ერთი წელია STEM სკოლაში ვარ და აქაურობა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. სწავლის პროცესი განსხვავდება ტრადიციული სასწავლო მეთოდებისგან. რაღაცას ჯერ ვსწავლობთ და მერე რეალურად ვაკეთებთ, პრაქტიკა მეხმარება ვისწავლო დამოუკიდებლად ფიქრი და ვიპოვო პრობლემების გადაჭრის გზები“.
მარიამი სამომავლო გეგმებსაც მეცნიერებას, ელექტროინჟინერიას უკავშირებს. აპირებს რომ სწავლა STEM მიმართულებით გააგრძელოს, აღმოაჩინოს და შექმნას ინოვაციური პროექტები.
„წელს ჩვენი სკოლიდან კიდევ ორი მოსწავლე შეუერთდა პროექტს. ყველას გულწრფელად ვურჩევდი, მომავალში აუცილებლად სცადონ ბედი. თუ მეცნიერება გაინტერესებს და გინდა თავად გახდე ის, ვინც მომავალში ტექნოლოგიურ სიახლეებს შექმნის, აქ ცოდნის კარგ საფუძველს შეიქმნი“.
წელს საქართველოს ბანკის ბანერებზე წარმატებული სტიპენდიატები მოხვდნენ სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მარიამია:
„ჩემი ბანერი რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, ჩემთვის ეს ხომ უდიდესი მოტივაციაა და მგონია, რომ ჩემს თანატოლებსაც დააინტერესებთ სტიპენდია. დაიჯერებენ, რომ თუ მე შევძელი, მათაც აუცილებლად გამოუვათ“.
ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და აუცილებელია საქართველო არ ჩამორჩეს მსოფლიო განვითარების ტემპს. განვითარება კი სწორედ მომავლის პროფესიების სწავლებით და მარიამის მსგავსი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენით იწყება.
თუ ხარ ცნობისმოყვარე, მოგწონს მეცნიერება და გაინტერესებს როგორ იქმნება ელექტრონული ხელსაწყოები, აუცილებლად, დარეგისტრირდი STEM სკოლაში. იმეცადინე და მოიპოვე საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება, შენი იდეებით, ფანტაზიითა და ცოდნით გაქვს შესაძლებლობა, ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალო.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
როგორია STEM სკოლაში სწავლის პროცესი? – მარიამ ოყუჯავა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
Published on