მთავარისიახლეებიგერმანიის პრეზიდენტმა ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა

გერმანიის პრეზიდენტმა ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა

Published on

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა კანცლერი ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა.

ცერემონია სამშაბათს, 25 მარტს, ახალი ბუნდესტაგის პირველი სესიის დღეს გაიმართა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის მიხედვით, შოლცი და მისი მინისტრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მთავრობის დაკომპლექტებას 20 აპრილამდე გეგმავს.

შეგახსენებთ, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თებერვლის ბოლოს გაიმართა, რომელშიც ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.

ვადამდელი არჩევნები სამმხრივი კოალიციის დაშლამ გამოიწვია, რომელსაც ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტული პარტია ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია 60-მდე ადამიანი

რუსი აგრესორების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, მათ შორის...

“რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!” -პაპუაშვილი

"ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში...