მთავარისიახლეებიწულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

Published on

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას მიმართა.

კომისიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ხაზარაძემ უარი თქვა კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე და მას “ცირკი” უწოდა.

“სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – რამდენჯერმე გაიმეორა თეა წულუკიანმა.

მამუკა ხაზარაძე ამ კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს. მან არ დაგვიტოვა კითხვის ნიშანი იმაზე აპირებს თუ არა მოსვლას და გამოცხადდება მანამ სანამ კომისია დაამთავრებს მუშაობს. ამიტომ, კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს, ბატონი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, აქ ნამდვილად არ გვცალია იმისთვის, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული. სსკ-ს 349-ე მუხლში წერია, რომ კომისიაზე არგამოცხადება ისჯება სისხლის სამართლის წესით, იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა”. – თქვა წულუკიანმა.

კომისიამ გაფრთხილება მისცა ბადრი ჯაფარიძეს, წულუკიანმა ოპოზიციონერს სხდომაზე გამოსაცხადებლად დრო 16:00 საათამდე მისცა.

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტს დაიბარა.

სხდომაზე გამოკითხეს შპს „მაგნატი“-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯემალ ლეონიძე.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...