მთავარისიახლეები“არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

“არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

Published on

“არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“, – ამის შესახებ განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანი აკეთებს. ჟურნალისტი, ელოდება, რომ მას ბრალს წაუყენებენ.

ცნობილი ტელეწამყვანი და “ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი დღეს გენერალურ პროკურატრუაში მივიდა, სადაც მისი ფონდის დაყადაღების საქმეზე განმარტება მოითხოვა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას პოკურორების ვინაობას უმალავენ.

ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ და არ გამოვრიცხავ, რომ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც. მე ვუშვებ ამას. ხომ გეცინებათ? ხომ ფიქრობთ, რომ ქოცებმა რა სიგიჟე შეიძლება, ჩაიდინონ, მე ამას ვუშვებ. საჩუქარს გამიკეთებენ უდიდესს.

…ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. ანუ პროკურატურა ოფიციალურად მე არ მატყობინებს, რა იყო საფუძველი მათი, რის შედეგადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთია, რა გადაწყვეტილებას ავრცელებენ ზედაპირულს, მაგრამ მეორეა, რა დევს საქმეში და რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. თან მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორების სახელებს და გვარებს მიმალავენ, იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, შემდეგი ეტაპი ჩემი მხრიდან, ჩემი რეაქცია რა იქნება ამ პროკურორების მისამართით, იმიტომ, რომ ჩვენ კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმისთვის, რომ ყველა პროკურორს სახელობითად არ გავაგებინოთ, სინამდვილეში, რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები, ადამიანები, აი, მაგალითად, პარასკევს ბავშვი რომ მყავს წამოსაყვანი თურქეთიდან რეანომობილით, თუნდაც იმის მშობლები და პროკურორები ამას, სახელობითად, ძალიან კარგად გაიგებენ, – ამბობს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, “ნანუკას ფონდის”, “ფროსფერითი ჯორჯიასა” და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...