მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებას"-მე თქვენთვის მკვდარიც საშიში ვიქნები!

მიხეილ სააკაშვილი “ქართულ ოცნებას”-მე თქვენთვის მკვდარიც საშიში ვიქნები!

Published on

“ჯალათური, უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება” – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართვლოს მესამე პრეზიდენტი მოსამართლის გამოცხადებულ განაჩენს. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექს პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმის განხილვაზე შეაფასა, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა.

“ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა”- ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილებით “ქართულმა ოცნებამ” ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტს მუქარის მესიჯი გაუგზავნა:

ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა.

ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს.” აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მინდა ვუთხრა მტრებს, მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. იმიტომ, რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას და გამარჯვებას, საქართველოს წარმატებას და ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამ ერს. ამიტომ, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ, სააკაშვილის სულს თქვენ ვერ ჩაკლავთ. რაც წლები და საუკუნეები გავა, კიდევ უფრო გაიზრდება იმის დაფასება, რა შემიძლია და რა გავაკეთე. აბა, თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ გავიმარჯვებთ!, – თქვა სააკაშვილმა.

ე.წ. საღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ე.წ. პიჯაკების საქმის განაჩენს ზევიდან 4 წლით და 6 თვით სასჯელი დაუმატა. ჯამში, მესამე პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით განესაზაღვრა.

ვერდიქტის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. “მონა!” – ასე მიმართავდნენ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლეს.

სიახლეები

“ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება” – ტრამპი

"კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ,...

ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა – “ოცნების” მთავრობაში მას რევაზ სოხაძე ჩაანაცვლებს

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი...

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ -ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის...

“პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე – არავის ჰუმანურობა არ მჭირდება” -ჭიჭინაძე

"დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა,...