მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო რეესტრიდან უკანონოდ გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას იწყებენ - მათ ინტერესებს ISFED იცავს

საჯარო რეესტრიდან უკანონოდ გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას იწყებენ – მათ ინტერესებს ISFED იცავს

Published on

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული 43 პირისაკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აანონსებს.

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლების პირდაპირ ამბობენ, რომ მათ ევროპული კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერა არ აპატიეს.

სამართლებრივ სამხრებად პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს სამართლიანი არჩევნები უწევს.

ISFED-ის შეფასებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და სრულიად დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი. საჯარო რეესტრის თანამშრომლებს დაეგზავნათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები. სააგენტოს განმარტებით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია წარმატებით და უწყება დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე ათავისუფლებდა თანამშრომლებს.

გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია 2024 წლის 30 ნოემბერს შექმნილ პეტიციასთან, რომელსაც შეუერთდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 350-ზე მეტი თანამშრომელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულებმა პეტიციით საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით და დაგმეს ძალადობა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სააგენტოს მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს იმის საპირისპირო გარემოებებს, რაც სააგენტომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს დეკემბრის ბოლოს გაგზავნილ შეტყობინებებში მისწერა. კერძოდ, 2024 წლის 9 ნოემბრის საჯარო რეესტრის განცხადებით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო გაგრძელდა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავდროულად, ნოემბრის თვეში თანამშრომლებს დაეგზავნათ შეტყობინებები, რომ არსებული ადამიანური რესურსი 2025 წელსაც შენარჩუნდებოდა.

ამასთანავე, 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 45 პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსია, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის პოზიციებზე. გათავისუფლებულთა ცნობით, მომზადდა კიდეც მათი ოთახები.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და პროცესი სრულიად დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა. საჯარო რეესტრი მუდმივად განიცდის კადრების დეფიციტს, რაც დასტურდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაერთი ვაკანსიით. ამასთან, გათავისუფლებულთა ნაწილი წლებია მუშაობს სააგენტოში, რაც ცხადყოფს, რომ თანამშრომელთა ნაწილთან დადებული ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უვადო შრომით ხელშეკრულებას მიეკუთვნება. პირადი ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე არ მოუწოდებია ბენეფიციართა უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაციები.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საქალაქო სასამართლოებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 43 გათავისუფლებული პირის უფლებების დაცვის მიზნით სარჩელი წარადგინა”- აცხადებენ ISFED – ში.

სიახლეები

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...