მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Published on

ამ ხალხს გამოაქვს საკუთარი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ.

როგორც მან აღნიშნა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის სრული აბსურდი.

„აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 48 საათში გამოვავლინე და მთელ საქართველოს ვაჩვენეთ 114 იდენტიფიცირებული გაურკვეველი პიროვნება, რომლებიც ხან საბურავებს გვიშვებდნენ, ხან დაგვდევდნენ, ხან სახლში გვივარდებოდნენ, ეს ხომ რეჟიმის სრული სიგიჟეა?! დღეს 11 მანქანა რომ მოგვაცილებდა საგურამოდან სასამართლომდე, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც იკადრა, სასამართლოს შემოსახვევში მანქანის შუშა ჩასწია და გვითხრა, 1 საათში ხომ ჩვენს ხელში ხარო?! ეს არის რეჟიმის სახე, მდგომარეობა. ძალიან მხნედ ვართ, მეტიც, მეამაყება დღეს ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ხალხს გამოაქვს თავისი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა.

წინასწარი ინფორმაცია რაც გვაქვს, შუამდგომლობაში წერია, რომ რამდენიმე სხდომა გავაცდინე, ეს კიდევ ერთი ნონსენსია. რამდენადაც ვიცი, ბრალდებულს აქვს უფლება საერთოდ არ დაესწროს თავის სხდომებს, თუ ეს აუცილებელი არაა და მას მისი ადვოკატები ესწრებოდნენ. მეტი მიზეზი რა აქვთ? გაქცევა ჩვენ არ გვიცდია. რაც შეეხება ბრალს, არის სრული აბსურდი“, – განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...