მთავარისიახლეებირეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძე, 5 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძე, 5 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

Published on

რეზო კიკნაძე 5 დღეა შიმშილობს. ამის შესახებ მედიისთვის დღეს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე გახდა ცნობილი. კიკნაძის პროტესტის საფუძველი ის გახდა, რომ პროცესებზე მოსამართლე მას საუბრის საშუალებას არ აძლევს:

“სიტყვის თქმის უფლება არ მისცა მოსამართლემ [წინა პროცესზე] და მაშინ ძალიან განიცადა და ამბობს, რომ სიტყვა მაქვს დაწერილი და მინდაო, რომ ვისაუბროო და არ მაძლევენ უფლებასო. ამ მიზნით პროტესტის ნიშნად ვიწყებ შიმშილსო. სთხოვეს მეგობრებმა, ციხის უფროსმაც, მაგრამ არაო, უნდა ვიშიმშილოო და სასამართლოზე მოვალ ნაშიმშილარიო. აქვს მომზადებული სიტყვა და უნდა ის დღეს თქვას სასამართლოზე” ამბობს რეზო კიკნაძის დედა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში რეჟიმის ტყვეების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს.

სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...