მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს - ალაუდინოვი მჟავანაძესთან

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

Published on

“დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ჩვენ თქვენსავით მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ თქვენს გვერდზე ვიდგებით. ამ შემთხვევაში საქართველო გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ “ახმატის” სპეცრაზმის მეთაურმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუში განაცხადა და დაამატა, რომ:

“თუ საქართველო დღეს ამას არ დათანხმდება და ასე არ იმოქმედებს, ადრე თუ გვიან საქართველოს მაინც შეარყევენ, გადააგდებენ იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს ნამდვილად არის პროქართული – ის არაა პრორუსული, ის პროქართულია. ხელისუფლება, რომელსაც სურს, ქართველები იყვნენ კარგად. დასვამენ ხელისუფლებას, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რაც კარგი იქნება ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის და დიფ სთეითისთვის, რომელიც მათ ზურგს უკან დგას, და არა ქართველებისთვის”, – განაცხადა ალაუდინოვმა. 

ალაუდინოვმა რამდენჯერმე გაიმეორა მტკიცება, რომ საქართველო რუსეთთან გადაჯაჭვულია. მან არასწორად თქვა, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში 1640 წელს შევიდა. ალაუდინოვის თქმით, ქართველები რუსეთის მხარეს უნდა იდგნენ. 

“”გამარდჟობა გენაცვალე” – ამით დავიწყებ. ასე ვიტყვი, დღეს ქართველებიც ჩვენი საერთო ისტორიაა. ერი, რომელიც [რუსეთის] შემადგენლობაში იყო 1640 წლიდან, ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული რუსეთის სახელმწიფოსთან, [ერი,] რომელიც  ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა სწორედ იმ მხარდამჭერით, რომელსაც ქართულ სახელმწიფოს რუსეთის, რუსი ერი უწევდა. რა თქმა უნდა, ის ჩვენთან ერთად იგივე მხარეს უნდა იყოს, რადგან ქართველები მართლაც არიან ჩვენთვის ისტორიულად ახლობელი ადამიანები.

თუკი ვილაპარაკებთ [ახლობლობაზე] ჩვენთან, ჩეჩნებთან, მე ამას ყოველთვის ვამბობ – ქართველები და ჩეჩნები არიან ერები, რომლებსაც საერთო მამა ჰყავთ, ჩვენ გვყავს საერთო წინაპარი – თარგამოსი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველ ხალხს, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. იყო დრო, ქართულად სრულყოფილად ვლაპარაკობდი.” – თქვა ალაუდინოვმა.

ალაუდინოვის თქმით, “ქართველმა ძმებმა უნდა გაიგონ”, რომ რუსეთი “არ იბრძვის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”, არამედ, მისივე მტკიცებით, NATO “აწარმოებს პროქსი ომს” რუსეთის წინააღმდეგ “უკრაინელების გამოყენებით”. ალაუდინოვის თქმით, რუსეთს “დიფ სთეითი” ებრძვის. მისი მტკიცებით, მათ რუსეთის სახელმწიფოს დანგრევა და მათი რესურსების მითვისება სურთ.

“ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის დიფ სთეითი, რომელშიც შედიან ამერიკელი და ევროპელი ოლიგარქებიც.” – თქვა ალაუდინოვმა.

ალაუდინოვი ირწმუნება, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომი გარდაუვალია. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი “წმინდა წერილში წერია”.

“რუსეთისა და NATO-ს ომი გარდაუვალია. საკითხავია როდის. NATO-ს ბლოკი არ შეჩერდება იქამდე, სანამ ჩვენ პირდაპირ არ შევერკინებით. ეს მოხდება. ეს წმინდა წერილში წერია. ამ წმინდა წერილებიდან ვიცით, რომ იქნება მოვლენები, როცა თითქმის მთელ მსოფლიოს შევეჯახებით. ეს ჩვენთვის სიახლე არაა. აი, რატომ ვამზადებთ თავს ამ ომისთვის. აი, რატომ არ შეუძლია NATO-ს ბლოკს წინააღმდეგობა. თუ თავს არ დაგვანებებენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. მე გავიმეორებ პუტინის სიტყვებს. ძალიან მომწონს ეს სიტყვები: “რაში გვჭირდება მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ არსებობს”.” – თქვა ალაუდინოვმა.

ალაუდინოვის თქმით, საქართველოში დღეს ესმით, რომ “ამერიკას არაფერი კარგი მოუტანია”. მისივე მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია რუსეთთან კავშირი.

“დღეს ამერიკის მიერ ნაყიდ და გამოზრდილ ადამიანთა მცირე პროცენტი თქვენთან მართავენ მიტინგებს, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას. ყველაზე მარტივი რამ – ხომ არ მოსულა დრო, ქართველი ხალხი უკან, რუსეთს დაუბრუნდეს? იმ ურთიერთობებს, რაც გვქონდა. აი, როგორ უნდა დადგეს საკითხი.

რუსეთი ისევ იქ იმყოფება, სადაც იყო, როცა ოსმალთა ხალიფატისგან, თურქებისგან გაქცევის დროს საქართველომ ითხოვა რუსეთის კალთის გადაფარება, 1640 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატით. რუსეთს ხომ არ დაუპყრია საქართველო, არამედ საქართველო მივიდა რუსეთთან და სთხოვა გადაერჩინა თურქებისგან.

შეკითხვა – სად წავიდა იმ ქართველების გენეტიკური მეხსიერება, რომლებიც ქართველებად და სახელმწიფოდ რუსეთის ფედერ… უფრო სწორად მაშინდელი რუსეთის მეშვეობით დარჩნენ.” – თქვა ალაუდინოვმა.

–

“ტაბულას” მიხედვით

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...