მთავარისიახლეები"ევროპის თავდაცვის გაზრდა" - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა "ევროპის გადაიარაღების"...

“ევროპის თავდაცვის გაზრდა” – ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა “ევროპის გადაიარაღების” გეგმა წარადგინა

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა “ევროპის გადაიარაღების” გეგმა წარადგინა, რომელიც მისი თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძდ, ეს არის 5-პუნქტიანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

როგორც ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, ამ გეგმით შესაძლებელია 800 მილიარდი ევროს მობილიზება. მისივე თქმით, “თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს საშუალოდ 1,5%-ით, ეს შეიძლება შექმნას ფისკალური სივრცე 650 მილიარდ ევრომდე”. გარდა ამისა, ევროკომისიამ ევროკავშირს ახალი ერთობლივი სესხის აღება 150 მილიარდი ევროს (157,76 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს წერილით უკვე მიმართა. ევროკავშირის ლიდერები წინადადებას ხუთშაბათს, 6 მარტს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ, რომელიც თავდაცვის ხარჯებს მიეძღვნება.

“ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სიახლეები

ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დაიბარა -...

“პროკურატურა” მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო – ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პროკურატურაში დაუბარეს, თუმცა როგორც ჯაფარიძის სტატუსიდან ირკვევა,...

თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს

რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს. თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის ლიკვიდაციას ხელი კინოსა და თეატრის სახელმწიფო...

“თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ” – ზურაბიშვილი რეპრესიებში მონაწილე საჯარო მოხელეებს

სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ, ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმაურება და რეპრესიებში მონაწილე საჯარო...