მთავარისიახლეებიევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა ხელისუფლებისთვის, არ ვაპირებთ საქართველოსთან Erasmus+...

ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა ხელისუფლებისთვის, არ ვაპირებთ საქართველოსთან Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას – EU პრესსამსახურის ოფისი

Published on

ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან – ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ქართველი ახალგაზრდები დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„არა, ჩვენ არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან. ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახალგაზრდები არიან მცდელობის სათავეში, რომლის მეშვეობითაც საქართველომ ევროკავშირის გზაზე სვლა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირი გააგრძელებს მათ გვერდით ყოფნას“, – აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.

ინფორმაციისთვის, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.

„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, – წერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...