მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

Published on

ევროკავშირი 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის. ინფორმაციას Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ინიციატივის ფარგლებში EU-ს ქვეყნები უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაღალი სიზუსტის დარტყმის რაკეტების, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სხვა ტიპის იარაღს გადასცემენ. დახმარების მიზანია უკრაინის სამხედრო ბრიგადების გაძლიერებაც.

დახმარების პაკეტზე მუშაობა უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ომის დაწყების უკრაინაზე დაბრალებას, მისი პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის “დიქტატორის” წოდებასა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთი რესპუბლიკელი სპიკერის განცხადებას, რომ ვაშინგტონს “აღარ აქვს მადა”, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა განაგრძოს.

POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. გამოცემის ინფორმაციით, პაკეტის თავდაპირველი ღირებულება 6 მილიარდი ევრო იყო, რის შემდეგაც 10 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

უცნობია კონკრეტული დრო, როდესაც ევროკავშირი პაკეტს დაამტკიცებს, ვინაიდან უნგრეთს უთქვამს, რომ იგი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას უკრაინისთვის და ამასთან გერმანიის გამო, სადაც 23 თებერვალს არჩევნების გაიმართება.

დახმარების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავზე, ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...