მთავარისიახლეებისაზოგადოებაOSCE PA-ს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

OSCE PA-ს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

Published on

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე მსჯელობენ, ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ ეუთოში შესაბამისი მოხსენებაც მომზადდება, რომლის საფუძველზე მომავალში შესაძლოა უკვე აღარ მოხდეს საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა შესაბამის ფორმატებში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ გასული წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები მკვეთრად იზრდება.

“არჩევნების შესახებ ოდირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა ამორჩევლების დაშინების, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების დისბალანსის და პოლიტიზირებული მედია პროპაგანდის შემთხვევები, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დარღვევას“, – აღნიშნა კარინა ოდებრინკმა.

ოდებრინკის განცხადებას გამოეხმაურა ლევან მახაშვილი, რომელიც ეუთოში საპარლამენტო დელეგაციის წევრად არის წარმოდგენილი, ოლიგარქის პარლამენტიდან. მახაშვილმა ქვეყანაში რეპრესიების არსებობა უარყო და კარინა ოდებრინკს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის და ვიდეო მტკიცებულებების გაზიარებისთვის.

საქართველოში შექმნილ ვითარებაზე შეშფოთება გამოთქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სივ მოსლეტმა. მისი თქმით, გმობენ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას.

სიახლეები

ირაკლი პაპიაშვილი-გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ადვოკატთან ეტლით გამოიყვანეს

მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაციას ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი...

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000...

არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებას ქართული ოცნების 83-მა...

“პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება – ტრამპთან საუბრის შემდეგ, რუსეთმა 150 დრონი გაუშვა, დარტყმები იყო მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე” – ზელენსკი

"გუშინ, ვლადიმერ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ...