შიმშილობის 35-ე დღე იზოლატორში. ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე ამ დრომდე პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავს. ანტი რუსული აქციების აქტიური მონაწილე კაცი ამბობს, რომ იქამდე არ აპირებს საკვების მიღებას, ვიდრე მის მიმართ წარმოებული “აბსურდული საქმე” არ შეწყდება.
გარდა შიმშილობისა, ქათამაძე უარს ამბობს, როგორც გამოკვლევების ჩატარებაზეც, ასევე ექიმების კონსულტაციაზეც. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. “შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე” – წერს ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რომელსაც საია აქვეყნებს.
ქათამაძის მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულის მდგომარეობა მძიმეა და ეს მას ვიზუალურადაც ეტყობა.