მთავარისიახლეებისაზოგადოება“ოცნება“ ამტკიცებს, რომ გახარია იტყუება და მასზე თავდასხმა მათი მხარდაჭერების მხრიდან არ...

“ოცნება“ ამტკიცებს, რომ გახარია იტყუება და მასზე თავდასხმა მათი მხარდაჭერების მხრიდან არ მომხდარა

Published on

თავდასხმა მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გახარიას და ხოკრიშვილზე – “ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ გახარია მოღალატე და მატყუარაა და არ ავრცელებს სწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ძალადობა “ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან მოხდა.

“ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ “მათი პარტია არავის არაფერს უშავებს და არაფერი სჭირთ საიმისო, რომ გახარიას ხალხი მიუგზავნოს.“

გახარიას ნათქვამს მთლად ნუ დაუჯერებთ. რატომ უნდა ესროლა “ქართულ ოცნებას“ კვერცხები, “ოცნება“ არავის არაფერს უშვებს. ის ბევრ ტყუილს ლაპარაკობს. გახარიასი აღარ გვჯერა, რადგან ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რისი არ გვჯერა. ვინ ესროლა კვერცხები გასარკვევია. არ ჭირს “ოცნებას“ არაფერი, რომ მიაგზავნოს ვინმე, გახარიას კვერცხები ესროლოს“, – ამბობს რიმა ბერიძე.

ადამიანის უფლებები ყველგან დაცული უნდა იყოს, თუ ვინმემ რამე დაარღვია, კონკრეტულად იმას უნდა მოკითხოთ, ვინც დააშავებს, მოეკითხოს“, – ამბობს ლადო კახაძე.

ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა თეა წულუკიანმა, მისი თქმით, “ის კომისიაზე საუბრობს და ამასთან გახარია და კვერცხები კავშირში არ არის.“

“პირველები“ ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოიპოვოს ინფორმაცია, დაიწყო თუ არა თავდასხმაზე გამოძიება, თუმცა უწყებაში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.

„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...