რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 30 დღეა შიმშილობს, კლინიკა “ვივა მედში” საკონტროლო კვლევები უტარდება. სინდისის პატიმარი ცოტა ხნის წინ საიას ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ მოინახულა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და ასევე საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით იქნება მიღებული.
ის აგრძელებს შიმშილობას და აქ რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ ის მოითხოვს, დააბრუნონ უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და არ არის აქ მხოლოდ მისი სურვილი. ამ შემთხვევაში, აქ გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. მას როგორც უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის შედეგადაც ექიმები გადაწყვეტენ, მას ისევ აქ დატოვებენ თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება, – ამბობს ქურდოვანიძე.
გლდანის პენიტენციური დაწესებულებაში ამ წუთებში შესრულია სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. ცნობილია, რომ ჯავახიშვილი შიმშილობს. როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ინტერესების დამცველი ციხეს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ციხეში კიდევ ერთი პატიმარი, თემურ ქათამაძე მიმართავს.