მთავარისიახლეებისაზოგადოებამზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

Published on

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება – კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამაღლობელს მოსალოდნელი გართულებების შესახებ აუხსნეს, მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს „ვივამედში“ გააგრძელებს.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, გართულებები ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც ამაღლობელი ინფორმირებულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს ქალბატონი. თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად შიმშილის ეფექტს ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ იქნა ნანახი, შემდეგ ჩვენთან შეხვედრა მოხდა და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარია იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს ახასიათებს. დღეს დილიდან, მკურნალ ექიმთან ერთად ეს ყველაფერი გავიარეთ, საკონტროლო კვლევები შესრულდა, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ამ შედეგების შედეგად, პაციენტს კიდევ შევხვდით, მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში.

მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ. მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით, აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა, კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

რეჟიმის პატიმარი, მზია ამღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...