მთავარისიახლეები"რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა" - ზელენსკი

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და ამ მიმართულებით ახალი თავდასხმები იყო.

ზელენსკის ცნობით, შეტაკების დროს ასობით რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ზელენსკის დონეცკისა და კურსკის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“კურსკის რეგიონში იყო ახალი თავდასხმები – ისევ შემოიყვანეს რუსული არმია და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. განადგურდა ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, საუბარია ასობით რუს და ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაზრდა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს მიწაზე; და ჩვენს ტერიტორიაზე, ფრონტზე, 60 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის რეგიონში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს New York Times-ი უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. მიზეზი მძიმე დანაკარგები გახდა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...