მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული კ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.ნ., 1991 წელს დაბადებული რ.ა., 1997 წელს დაბადებული ე.მ., 1988 წელს დაბადებული პ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2004 წელს დაბადებული ს.ჩ., 1976 წელს დაბადებული მ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.რ., 1989 წელს დაბადებული ი.კ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1991 წელს დაბადებული მ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ჩ., 1993 წელს დაბადებული რ.ჯ., 1982 წელს დაბადებული რ.ბ.,1999 წელს დაბადებული დ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1984 წელს დაბადებული ლ.ა.:

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული ვ.კ., 1996 წელს დაბადებული ტ.ს., 1998 წელს დაბადებული დ.კ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

დრისკოლს უკრაინის „დამარცხებაზე“ არ უსაუბრია – რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მკვეთრად გააკრიტიკა NBC News-ის პუბლიკაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის...

ჩებოქსარში, საზღვრიდან 880 კმ-ში, უკრაინელებმა დრონების ქარხანას დაარტყეს

უკრაინის საზღვრიდან 880კმ-ში, რუსეთში, ჩუვაშეთის რეაპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში, კომპანია “ VNIIR PROGRESS”-ის კვლევითი ცენტრი...

ტრამპი – “სამშვიდობო გეგმა” დაიხვეწა

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-ს მიერ მომზადდა, დაიხვეწა, უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება -...

მარიამ მეყანწიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ მარიამ მეყანწიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე...