Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური ამბობს, რომ კომპანიის პროგოზით საქართველოში წელს იქნება უარყოფითი ეკონომიკური ზრდა და ლარის კურსი, აშშ დოლართან მიმართებით – მინიმუმ 3.1-ზე ავა.
“მინდა გამოვეხმაურო 2025 წლის იანვრის საბიუჯეტო შემოსავლებს, კონკრეტულად დღგ-დან შემოსავლებს, სადაც 2025 წლის იანვარში ფიქსირდება დღგ-ს შემოსავლების 1%-მდე შემცირება, 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ეს იმ დროს, როდესაც 2024 წლის იანვრის თვეში იყო 13.5% ზრდა წინა წელთან შედარებით და 2023 წლის იანვარში 23%-იანი ზრდა 2022 წლის მაჩვენებელთან… იმის გათვალისწინებით, რომ 2024-ში რეალური ეკონომიკის ზრდა იყო 9.4% და წლიური ინფლაცია 2%, 1%-მდე დღგ-დან შემოსავლების კლება, მიმდინარე წლის იანვარში მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება. ჩვენი კომპანიის #reformatics პროგნოზით, წელს გვექნება უარყოფითი ზრდა და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მინიმუმ 3.1-ზე ავა”, – წერს გილაური.